logo
ENG



გიორგი გახარია დაახლოებით ფლობს აბაშის ხელა ტერიტორიას - კანცელარიასთან აქცია გაიმართა

10 ივნ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივოსტები აქციას მართავენ. ზვიად კუპრავამ და გიორგი კაპანაძემ კანცელარიის წინ გიორგი გახარიას ქონების არასრული ჩამონათვალის გამოფენა მოაწყვეს. აქცია გახარიას განცხადების საპასუხოდ დაგეგმეს, რომელმაც თქვა, რომ "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაღარიბდა.

ორგანიზატორებმა ოფიცილიალური დოკუმენტები გამოფინეს, რომელიც ამტკიცებს, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ქონება მინიმუმ 7- ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად  41 დოკუმენტი მიიტანეს.

"ეს არასრული ქონებაა, აქ არ არის ფეშენებელური სახლები და ა.შ. რომელსაც მომავალში წარმოვადგენთ, აქ მხოლოდ არასრული ჩამონათვალია გახარიას მამის ქონებიდან. კერძოდ, მიწის ნაკვეთები, რომელსაც ის ფლობს საქართველოს სხავადასხვა ტერიტორიაზე. ჯამში, ეს მოცულობა უტოლდება საქართველოს პატარა ქალაქის ტერიტორიას და უხეშად რომ შევადაროთ, დაახლოებით გახარია ფლობს აბაშის ხელა ტერიტორიას",-აცხადებს ზვიად კუპრავა.

გიორგი კაპანაძის თქმით, მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციაც კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამდიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი 41 დოკუმენტაცია არასრულია, როგორც ირკვევა, გიორგი გახარია მინიმუმ 7 მლნ-ითაა გამდიდრებული. 

"ბატონმა გახარიამ და მისმა ოჯახმა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯამში იყიდეს 2 მლნ. 400 ათასი ღირებულების მიწის ნაკვეთი, რაც კურსით - 3.0 შეადგენს 7 მლნ.  200 ათასი ლარი. საუბარია მხოლოდ მიწის ნაკვეთებზე კახეთის რეგიონში და აღმოჩნდა, რომ კი არ გაღარიბდა გახარია, მოსკოვის კაცი და სისიხლიანი ჯალათი, მინიმუმ ის გამდირდა 7 მლნ. 200 ათარი ლარით",-აცხადებს გიორგი კაპანაძე. 


close დახურვა