ივანიშვილი ისტორიის არასწორ მხარეს - გადადგომიდან 2 წლის შემდეგ გიორგი გახარია მთავარ შეცდომაზე ვიდეო მიმართვიდან ლაპარაკობს. ყოფილი პრემიერი, ცდილობს, ახსნას, რატომ შეუწყო ივანიშვილის ძალაუფლების გაძლიერებას ხელი. გახარია ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ამხელს ოლიგარქის სურვილსაც, მარიონეტული მთავრობის მეშვეობით, ქართველ ხალხს ევროპული კურსიდან გადაახვევინოს.
შეცვლილია ტონი- ოლიგარქთან მიმართებით გახარია იყენებს სიტყვებს: უკონტროლო და უკანონო ძალაუფლება, პირადი ინტერესების გამო ისტორიის არასწორ მხარეს ყოფნა და ამ ყველაფრის არა ვაჟკაცურად, არამედ დამალულად კეთება. ოპოზიციის ნაწილისთვის ეს დაგვიანებული აღიარება ოლიგარქის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, მაგრამ ამავე დროს მიუღებელია, რომ გახარია ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთ სიბრტყეში აყენებს.