logo
ENG



გიორგი გახარიას განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში აქციას სპეცრაზმი ისევ დაარბევს

19 ნოე 201920:14
3 წუთის საკითხავი
 
8tq4unwp9n8e8rj.jpg

გიორგი გახარიას განცხადებით, აქციას სპეც. დანიშნულების რაზმი ისევ დაარბევს, თუკი ამის საჭიროება იქნება. იმავეს ამბობს პარლამენტის თავმჯდომარეც. მმართველი გუნდის წევრები დღეს სამართალდამცველებს მადლობას მშვიდობიანი აქციის დაშლის გამო უხდიდნენ. 

უკან დახევას  არც ოპოზიცია აპირებს. პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ. იმის მიუხედავად, რომ სჯერათ - გახარია მუქარას შეასრულებს. 

რატომ გახდა აუცილებელი მშვიდობიანი აქციის დაშლა - კითხვაზე პასუხი არც მესამე სექტორს აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს პირველივე დღიდან აკვირდებიან, ამიტომ ზუსტად იციან, რომ აქციას ძალადობრივი სახე არ ჰქონია. 

რატომ დაარბია წყლის ჭავლის, რობოკოპების, ფარებისა და ხელკეტების გამოყენებით აქცია ხელისუფლებამ, ამაზე პასუხს ითხოვენ უფლებადამცველები. მათი შეფასებით, საპროტესტო დემონსტრაციებს ძალადობრივი სახე არ ჰქონია. ხელისუფლების მიერ სადამსჯელო ღონისძიებების დაანონსების არ ეშინია ოპოზიციას და სხვადასხვა ფორმით, თუნდაც დროებით, პარლამენტის პიკეტირებას ისევ აპირებს.

 

 


close დახურვა