logo
ENG



გიორგი გახარიას პარტია თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

28 მაი 202114:59
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი გახარიას პარტია თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
მთავრობის ადმინისტრაცია

ყოფილი პრემიერის პარტია საქართველოსთვის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას 2021 წლის შემოდგომაზე. პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ კანდიდატი თბილისის მერის ადგილზე ეყოლებათ.

„აუცილებლად გვეყოლება. ნუ ვიჩქარებთ კანდიდატთან დაკავშირებით. წარვადგენთ, როცა დრო იქნება", - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.

გახარიას თანაგუნდელი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ პარტიას ყველა მუნიციპალიტეტში ეყოლება კანდიდატები. იქნება თუ არა პარტიის მერობის კანდიდატი ყოფილი პრემიერმინისტრი - ჟურნალისტების ამ კითხვაზე შალვა კერესელიძე შემდეგნაირად პასუხობს:

„იქნება თუ არა თბილისში გიორგი გახარია, ამაზე ჯერ არ ვსაუბრობთ, სხვადასხვა კანდიდატები განიხილება", - ამბობს კერესელიძე.

 

ყოფილმა პრემიერმა პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა

ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი.


close დახურვა