logo
ENG



გიორგი გუგავა ხელისუფლებაზე: ესაა სასიკვდილოდ განწირულის ხროტინი, ბორგვა

29 ნოე 201914:34
3 წუთის საკითხავი
 
jj1ea10h2ro93ki.jpg

ესაა სასიკვდილოდ განწირულის ხროტინი, ბორგვა, რასაც ეს ხელისუფლება ახორციელებს - ასე აფასებს სამართალდამცველების მხრიდან აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დაკავების ფაქტს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა. მისი თქმით, ხელისუფლება მიმართავს ძალადობრივ ქმედებებს, რადგან შეშინებულია და სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. 

„ხელისუფლება ცდილობს ბრუტალური ძალით ჩაახშოს წინააღმდეგობა. უყურებდით, რომ მშვიდობიანი აქციიდან გაიტაცეს ჩხარტიშვილი, მერე მალავდნენ და ადვოკატს იმის საშუალებაც არ მისცეს, დასწრებოდა დაკითხვას. შემდეგ წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით და ვვარაუდობთ, სავარაუდოდ სასამართლოში წაიყვანეს. ამავე დროს დაკავებული "გაბედეს"კიდევ  ორი წევრი ჩვენი პარტიიდან და ჩვენივე ინფორმაციით ისინიც სასამართლოში არიან გადაყვანილნი. რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს გააორმაგებს საზოგადოებაში დაგროვებულ რისხვას. ვერ მოასწრებენ ამ ქვეყნიდან. ესაა შიში, რაც იწვევს დიზორგანიზებას, ამიტომაა მათი ქმედებები ასეთი აგრესიული და სპონტანური. უკვე გატაცებებით არიან დაკავებულნი. ისინი განწირულნი არიან დასამარცხებლად. უბრალოდ რაც უფრო რეპრესიულები იქნებიან, მით უფრო დაიმძიმებენ განაჩენს. იმდენად დიდი რისხვაა ხალხში დაგროვებული, ეს იფეთქავს. ივანიშვილს ეტყობოდა თავის ცნობილ გამოსვლაში, რომ შეშინებულია და სინამდვილეში კვირებია დარჩენილი მის გათრევამდე. ჩვენ გვინდა რომ ეს მშვიდობიანად მოხდეს“,-განაცხადა გუგავამ. 

მისივე თქმით, ახლა აქციის ორგანიზატორების ნაწილი სასამართლოში გადაინაცვლებენ. 

„ახლა შევეცდებით სასამართლოში გავაგრძელოთ ჩვენი აქტივისტების დახსნა, რადგან ხელისუფლება დიდი ხანია კანონის ჩარჩოდან გასულია და დიახ, უნდა დავიხნათ ისინი“,- განმარატა გუგავამ.

 

 

 

 


close დახურვა