logo
ENG



გიორგი ვაშაძე: დღეს ჩვენ არ ვიცით, 100-ს ზემოთ ვართ თუ ქვემოთ

26 მარ 202022:40
3 წუთის საკითხავი
 

"დღეს ჩვენ არ ვიცით, 100-ს ზემოთ ვართ თუ ქვემოთ",-ასე აფასებს კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობას "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. 

მისი თქმით, საქართველოში არასაკმარისი ტესტებს გამო დაინფიცირებულთა რეალური ციფრი უცნობია. შესაბამისად, შესაძლოა ბევრად რთული ვითარება იყოს ქვეყანაში, ვიდრე დღესაა.

"დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თქვა, რომ სანამ 100-მდე კორონავირუსის მაჩვენებელი ქვეყანაში, მანამდე უნდა ვიმუშავოდ აქტიურად. მათ შორის დიაგნოსტიკის კუთხით და ესაა მთავარი იარაღი. თუ 100-ს გადასცდა, მაშინ სულ სხვა მექანიზმებია ასამოქმედებელი და რთულია კონტროლი. დღეს ჩვენ არ ვიცით, ახლა 100-ს ზემოთ ვართ თუ ქვემოთ, რადგან ხალხს დიაგნოზს ვერ ვუსვამთ. მარტო სწრაფი ტესტი კი არა, პისიარ ტესტიც კი არ გვყოფნის. ის რომ 1000 ცალი ჩამოიტანეს გუშინ, კარგია მაგრამ ეს რაოდენობა რა არის ?!",-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.  


close დახურვა