logo
ENG



გიორგი ვაშაძე: ისე როგორც არასდროს, ოპოზიციას ესმის ხალხის ხმა და ხალხის ძახილი

14 ნოე 201919:07
3 წუთის საკითხავი
 
qsu89jhnbvze5n4.png

"ახალი საქართველოს" წევრი გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას ეხმაურება. მისი განცხადებით, ისე როგორც არასდროს ოპოზიციას ესმის ხალხის ხმა და ხალხის ძახილი.

ვაშაძის განმარტებით, ქვეყანას ვადამდელი არჩევნები სჭირდება, რომელიც დროებითმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს.

"ისე როგორც არასდროს ოპოზიციას ესმის ხალხის ხმა და ხალხის ძახილი. საერთო მოთხოვნა იქნება ვადამდელი პროპორციული არჩევნები დროებითი მთავრობის მიერ ჩატარებული და არა გახარიას მთავრობის. გახარიას მთავრობა უნდა გადადგეს. რაც არ უნდა პროცესი ვწელოთ და შევყვეთ ბიძინა ივანიშვილს, ისინი ისევ მოგვატყუებენ. დღეს მათ ღირსება აგვყარეს, ეს ღირსება კი უნდა დავიბრუნოთ. უპირობოა, რომ ვადამდელი არჩევნები სჭირდება ქვეყანას. ივანიშვილმა თავზე დაგვახია კონსტიტუცია და გაგვაწნა სილა. ჩვენ ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვაპატიებთ, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებთ, გამოდით იწყება უწყვეტი საპროტესტო პროცესი, რომელმაც საქართველო გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა