logo
ENG



გიორგი ვაშაძე: მაღალია სესხის პროცენტი, ის უნდა განახევრდეს

12 ივნ 202014:00
3 წუთის საკითხავი
 

"ახალი საქართველოს" ლიდერი მაღალპროცენტიანი სესხების მფლობელებსა და საბანკო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მაღალპროცენტიანი სესხების განახევრების მოთხოვნა იყო. ამ თემაზე გიორგი ვაშაძე ხემოწერების შეგროვებასაც იწყებს.

"უსამართლოდ მაღალია საქართველოში სესხის პროცენტი. მსოფლიოში, ამხელა მოგება არც ერთ საბანკო სისტემას არ აქვს, რაც ქართულს. სესხები უნდა განახევრდეს; აუცილებლად გადავადებული სესხები უნდა ჩამოიწეროს. ჩვენ ამისთვის ვაპირებთ ბრძოლას, ხელმოწერების შეგროვებას, შეთავაზებას მთავრობისთვის. თუ არ გააკეთებენ, პირველი კანონი რასაც დავარეგისტრირებ, იქნება კანონი, რომელმაც ეს მონოპოლია უნდა დაამსხვრიოს და მოქალაქეებისთვის პროცენტი სესხზე უნდა გააიაფოს",-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 


close დახურვა