logo
ENG



გიორგი ვაშაძე: პასუხი მათ აგრესიაზე ყოველთვის იქნება ჩვენი მხრიდან მშვიდობიანი

03 დეკ 201915:12
3 წუთის საკითხავი
 
nj7qhcyy6t4qktj.jpeg

28 გაერთიანებული ოპოზიციური პარტია მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის ოფისისკენ მსვლელობას მართავს. ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, მსვლელობა არის არაძალადობრივი და მშვიდობიანი, ისინი ამ მსვლელობით 2 დეკემბერს მცხეთაში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

„მშვიდობიანი არაძალადობრივი მსვლელობა, პასუხი მათ აგრესიაზე ყოველთვის იქნება ჩვენი მხრიდან მშვიდობიანი და ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში ავყვეთ მათ კანონგარეშე ქმედებას“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა