logo
ENG



გიორგი ვაშაძე: ჩვენ მოგვბეზრდა უპერსპექტივო ქვეყანაში ცხოვრება

22 დეკ 201914:20
3 წუთის საკითხავი
 
535c06atrrg4csh.jpg

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში ხალხს მოჰბეზრდა უპერსპექტივობაში ცხოვრება და რადგანაც მმართველი ძალა აფერხებს განვითარებას, ხალხი აუცილებლად შეცვლის მას.

„ჩვენ მოგვბეზრდა უპერსპექტივო ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მიტაცებულია ძალაუფლება და ხელისუფალი მხოლოდ სკამის შენარჩუნებასა და გამდიდრებაზე ფიქრობს. ამიტომ ვითხოვთ სისტემის შეცვლას - გვჯერა, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა და ამას აფერხებს „ქართული ოცნება“. დასავლეთი გვიჭერს ამ სურვილში მხარს, ხედავთ, რა ხდება სენატში, კონგრესში. 2020 წელი იქნება ჩვენი გამარჯვების წელი“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ბათუმში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია 2 საათზე დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ითხოვენ, ხელისუფლებამ შეასრულოს მოცემული პირობა.

 


close დახურვა