„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ განაცხადა.
„ამის უფლება არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას, ეს არის ფარსი. ღირსება აგვყარეს, პირობა არ შეასრულეს. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული ან ვჩუქნით ქვეყანას ივანიშვილს, ან ვიცავთ ყველა ერთად. უნდა გამოვიდეთ, მოგიწოდებთ ნუ ველოდებით მოვლენებს, ვაჩვენოთ რომ ბევრნი ვართ.