logo
ENG



გიორგი ვაშაძე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს შეხვდა

26 მარ 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს შეხვდა. ვაშაძემ შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მან სწრაფი ტესტების მნიშვნელობასა და დიაგნოსტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

ექსპერტების განმარტებით, მსგავსი სახის შეხვედრები ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. 

"ვიმსჯელეთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე და კორონავირუსითან დაკავშირებულ გამოწვევებზე. მოგეხსენებათ, რომ მდგომარეობა მხოლოდ ინფექციონისტებს ან მხოლოდ ერთ დარგს არ ეხება. ეს მთლიანად ჯანდაცვის სისტემების გამოწვევაა", - ამბობს ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე. 


close დახურვა