logo
ENG



გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

12 სექ 202012:09
3 წუთის საკითხავი
clock 787

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს COVID 19 არ დაუდასტურდა. მისი ტესტირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარტიის ერთ-ერთი წევრის, თაკო ჩარკვიანის ინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი. 

ამ დროისთვის კვლევაზე პარტიის 87 წევრის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი. ტესტების პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

"როგორც PCR, ასევე ანტისხეულებზე ტესტირება გიორგი ვაშაძემ ჩაიტარა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითია და კორონავირუსი არ დაუდასტურდა", - აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე.

თაკო ჩარკვიანი არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კოვიდ-19-ით დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი დაინფიცირდა.


close დახურვა