გიორგი თარგამაძე სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" "ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგებს პოლიტიკურ ჰოლდერს ადარებს და ამბობს, რომ 1 წლის განმავლობაში 6 მასშტაბური კვლევის მუდმივი სიხშირით ჩატარებით პოლიტიკური პროცესების ყველა დეტალი იზომება.
"იმისთვის, რომ ექიმებმა ადამიანს მისი გულსისხლძარღვთა მუშაობა შეუფასონ, უნიშნავენ ე.წ. ჰოლდერს. 24 საათის განმვლობაში შენი მუდმივი აქტიურობის პირობებში და ძილშიც კი, ეს აპარატურა ყველაფერს ზომავს დინამიკაში. ჩვენ ფაქტობრივად ამდენი კვლევების, ასეთი სიხშირის ჩატარებით ქართულ პოლიტიკას ჩავურთეთ ჰოლდერი. ბ წერტილიდან ა წერტილამდე მანძილს კი არ ვზომავთ მხოლოდ, არამედ როგორი იყო ეს განვლილი გზა, ესეც იზომება. ასევე ესაა ბრწყინვალე მასალა პოლიტიკური პარტიებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, საზოგადოებისთვის, რათა საკუთარი ინტერესების ლობირება მოახდინონ პოლიტიკაში და მოთხოვნები გაზარდონ",- აღნიშნავს თარგამაძე.