„ევროპული საქართველოს“ წევრებს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ორი ახალი ინიციატივა აქვთ. მათგან ერთ-ერთი ფრანგი ჯავშნოსანი მებრძოლის, ვალდეგ რუსოს სახელის ერთ-ერთი ქუჩისთვის დარქმევა. მეორე ინიციატივა, რომელიც ასევე "ევროპულ საქართველოს", ეკუთვნის ეხება იუნკერ შალვა ერისთავს, რომლისთვისაც ისინი გმირის წოდების მინიჭებას ითხოვდნენ.
„ევროპულ საქართველოს" აქვს ორი ინიციატივა, რომელიც შეეხება გმირი იუნკერის შალვა ერისთავის ეროვნულ გმირად გამოცხადებას. კონტრშეტევის დროს კოჯორში მიირბინა მოწინააღმდეგის პოზიციაზე ტყვიამფრქვევთან და საკუთარი სხეულით გააუნებელყო ტყვიამფრქვევი და მოკლა წითელარმიელი. გვსურს შევთავაზოთ ქალაქ თბილისის საკრებულოს, რომ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს იმ ფრანგული ჯავშნოსანი კრეისერის სახელი“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულ-ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.