logo
ENG



გიორგი კანდელაკი: ივანიშვილი მიხვდა, არჩევნებში გამარჯვების შანსი რომ არ აქვს

17 ნოე 201913:00
3 წუთის საკითხავი
 
bjokzwghmmr65br.jpg

ივანიშვილი მიხვდა, არჩევნებში გამარჯვების შანსი რომ არ აქვს, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი აკეთებს. მისი განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილი რეგულარულად ატარებს გამოკითხვებს და სწორედ ამიტომ შეცვალა 20 ივნისის შემდეგ დადებული პირობა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ივანიშვილმა საკუთარ პირობაზე ხელი იმიტომ აიღო, რომ ის რეგულარულად ატარებს გამოკითხვებს და გამოჩნდა, რომ მას არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. სწორედ ამიტომ შეცვალა ეს გადაწყვეტილება. დღეს რუსთაველზე ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა იქნება. თითოეულ ადამიანს მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო ზეწოლა უკვე არის და მოვისმინეთ მწვავე განცხადებები შეერთებული შტატების კონგრესიდან, ევროკავშირიდან, ხვალ და ზეგ კიდევ იქნება განცხადებები. საერთაშორისო ზეწოლა და ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა ივანიშვილს უკან დაახევინებს,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართება.


close დახურვა