logo
ENG



გიორგი კანდელაკი: წნეხი გაძლიერდება, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნითაც

28 ნოე 201912:05
3 წუთის საკითხავი
 
z3ldhcx4vez8zdw.jpg

„წნეხი გაძლიერდება, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ასევე ქვეყნის შიგნითაც,“ - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიორგი კანდელაკი აკეთებს. მისი თქმით, "ოცნების" დეპუტატებმა იციან, რომ არიან ისტორიის არასწორ და ხალხის საპირისპირო მხარეს.

„ჩვენი გეგმა არის ამ კლოუნებზე ზეწოლის გაძლიერება სანამ ისინი უკან არ დაიხევენ. ივანიშვილი აფორიაქებული და შეშინებულია. ამერიკას წერილი უნდა მივწეროო, მისწეროს ნეტა მალე მისწეროს ეს სულელური და ბრიყვული წერილი მოუთმენლად ველით. ივანიშვილი არის გაკოტრებული და მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში. წნეხი გაძლიერდება, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ასევე ქვეყნის შიგნითაც. "ოცნების" დეპუტატებმა იციან, რომ არიან ისტორიის არასწორ მხარეს. ისინი არიან ხალხის საპირისპირო მხარეს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერები "ქართული ოცნების" დეპუტატებს სირცხვილის დერეფანს უწყობენ.


close დახურვა