logo
ENG



გიორგი კანდელაკი ოპოზიციის სასამართლო პროცესებზე: სამარცხვინო ხელისუფლების ფაფხური

09 იან 202012:54
3 წუთის საკითხავი
 
qhly4yd34vajfms.png

ოპოზიცია ხელისუფლების მიერ მათ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობა დევნის ერთ-ერთ მეთოდად ოპონენტების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებზე სასამართლოების ერთი მეორის მიყოლებით ჩანიშვნას იყენებს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ივანიშვილს არ მისცემენ მისი გეგმების განხორციელების უფლებას.

"ივანიშვილმა მოატყუა საქართველოს მოსახლეობა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და არაერთი სხვა მაკომპრომიტირებელი ფაქტი მოხდა, რამაც კატასტროფულად დაუგდო ივანიშვილის რეჟიმს ნდობა ხალხის თვალში და გადაწყვიტეს აბსოლუტურად ყველა ფალსიფიკაციის მეთოდი გამოიყენოს იმისთვის, რომ მოქალაქეებს წაართვას ყველა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლება და ეს არის უფლება აირჩიოს საკუთარი ხელისუფალი, რის შესაძლებლობასაც ჩვენ მას არ მივცემთ",-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პროცესების მჭიდრო გრაფიკით ჩანიშვნას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკიც. მისი თქმით, მთავრობა ამ ფორმით არამხოლოდ ხაზარაძეს, არამედ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებსაც ებრძვის. 

"არამხოლოდ ბატონი ხაზარაძის შემთხვევაში ასეთი გავეშებული სიხშირით პროცესები დაინიშნა გვარამიასთან მიმართებაში, ასევე ევროპული საქართველოს გენერალურ მდივანს აქვს პროცესები, გიგი უგულავას, ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების ფაფხური",-აცხადებს გიორგი კანდელაკი. 


close დახურვა