logo
ENG



გიორგი კაპანაძე: ფარცხალაძე არის ბოტასის ქურდი, რომელმაც 600 მილიონ ლარამდე მოიპარა ბიუჯეტიდან

25 იან 202014:50
3 წუთის საკითხავი
 

წყნეთში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორის ზვიად კუპრავას თქმით, ფარცხალაძე სახლში 700 000 მილიონს მალავს. აქციის მონაწილეები სახლის გაჩხრეკას მოითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა სახლთან ყვითელი ლენტი გააბეს. ამ ფორმით ისინი მიმართავენ პროკურატურას, რომ ეს არის დანაშაულის ადგილი და აცხადებენ, რომ მთავარმა პროკურატურა და საგამოძიებო უწყებამ ოთარ ფარცხალაძის სახლში დაუყონებლივ უნდა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები, რადგან ამ სახლში მოპარული 700 მილიონი თანხა, რომელიც ნავთობკორპორაციების დღგ-ს სკანდალს უკავშირდება.

ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს საშუალებას სახლთან მისულიყვნენ. 

„მთავარი ამბავი არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძე, რომელიც არის ბოტასის ქურდი 600 მილიონ ლარამდე მოიპარა ბიუჯეტიდან, ხალხს ამოაცალა და კორუფციული სქემით მოიპარა ბიუჯეტიდან,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.


close დახურვა