logo
ENG



გიორგი კეკელიძე: დღევანდელ დღეს არა დასვენების, არამედ შრომის დღედ გამოვაცხადებდი

09 აპრ 202022:17
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძის თქმით 9 აპრილი ისტორიული დღეა, ამიტომ მის შესახებ მომავალმა თაობებმაც უნდა იცოდნენ. ამასთან დღევანდელი დღე არა დასვენების, არამედ შრომის დღე უნდა იყოს, რადგან აღნიშნულს ეფუძნება დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

"მე არ ვემხრობი ურაპატრიოტულ და პათეტიკურ მიმართებას სამშობლოსთან, თუმცა ამ შემთხვევაში მინდა მეტნაკლებად პათეტიკური ტერმინი გამოვიყენო- დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის განცდა გენეტიკურად გვახასიათებს. ფაქტია, რომ ჩვენ უამრავ სირთულეს გადავურჩით სწორედ ამ განცდის არსებობის გამო. ამიტომ მაქვს იმედი ის თაობა, რომელიც დღესაც აპროტესტებს ოკუპაციას, ან ის თაობა, რომელიც ახლა იწყებს ჩამოყალიბებას, უნდა გაიგოს რომ დღეს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა და დღეს დიდი სისხლი დაიღვარა რუსთაველზე. ეს იყო ერთგვარი შეხსენების აქცია, რაც სიმბოლურ აქტს გულისხმობდა. ეს იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ხვალ და ზეგ შრომით დავამტკიცოთ ეს ყველაფერი. ამ დღეს არა დასვენების არამედ შრომის დღედ გამოვაცხადებდი, რადგან ეს განაპირობებს იმას, რომ ხვალ და ზეგ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა",-აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი კეკელიძის ინიციატივით დღეს, საღამოს 22:00 საათზე ფანჯრებიდან მოქალაქეებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს და ამ გზით გამოხატეს 9 აპრილისიდამი დამოკიდებულება.


close დახურვა