„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მასთან ერთად კიდევ ორი პირია დაპატიმრებული.
საქმე ეხება აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქცია-მსვლელობას რა დროსაც პოლიციელებმა ძალისმიერი მეთოდებით რამდენიმე პირი აიყვანეს. დაკავების პროცესში მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.