logo
ENG



გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით მის ძმას სასამართლოში სარჩელი შეაქვს

11 თებ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი დღეს შევა. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე დოკუმენტს, ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის (EMC)-ის იურისტებთან ერთად წარადგენს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დეკანოზმა მკურნალობის კურსი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში სრულფასოვნად გაიაროს. სასჯელის გადავადების თემა, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დაკავებული დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

როგორც თორნიკე მამალაძე განმარტავს, თუ ამ პროცესებში საპატრიარქო არ ჩაერევა, შესაძლოა სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს და მამალაძის სასჯელი გადავადდეს, რათა მოხდეს მისი შესაბამისი მკურნალობა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. 

„თუ საპატრიარქო არ ჩაერევა, უკვე სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ გაათავისუფლებენ, რადგან სასამართლოს არ დარჩება სხვა გზა, რომ ჩემი ძმა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და პარალიზებულია არ გამოუშვას და არ მოგვეცეს საშუალება, რომ მას ვუმკურნალოთ“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

იურისტების განცხადებით, სამმა ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ის შესაბამის მკურნალობას საჭიროებს. იურისტები ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მედპერსონალიც ამბობს, რომ გიორგი მამალაძის მდგომარეობა დამძიმებულია და მკურნალობას საჭიროებს.

„2019 წელს დეკანოზს ჩაუტარდა სამი ექსპერტიზა და სამივე ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება. არსებითია სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანა. ბოლო ექსპერტიზით დასტურდება, რომ დეკანოზის სასჯელის გადავადება არსებითია. პრეზიდენტს არ აღმოაჩნდა საკმარისი სამართლიანობის და ჰუმანიზმის რესურსი იმისთვის, რომ ამ საქმეზე მიეღო გადაწყვეტილება და შეეწყალებინა დეკანოზი“, - განაცხადა EMC-ის იურისტმა თამთა მიქელაძემ.


close დახურვა