logo
ENG



გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს

07 დეკ 201923:04
3 წუთის საკითხავი
 
iko679bkwdgxj4f.jpg

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს მომავალში პოლიტიკური მოღვაწეობის განახლებას გამორიცხავს. მისი თქმით, ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ დაიღალა პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობით და, ამავდროულად, ხედავს, რომ ახლა მიმდინარე პროცესები არ მოითხოვს მის ჩართულობას. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მუშაობენ იმ რაციონალიზმით, როგორიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს.

„ძალიან დავიღალე თანამდებობაზე ყოფნით. მესმის, რომ მაკრიტიკებდა „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ოპონენტი ვიყავი, მაგრამ პარალელურად მაკრიტიკებდა ის გუნდი, რომელთან ერთადაც ამირჩიეს. თან არ მინდოდა, მეღალატა იმ ფიცისთვის, რომელიც დავდე. ცოტა ხანს მირჩევნია ამ პროცესში არ ვიყო. მეორე ისაა, რომ როდესაც ხედავ ძლიერ ოპოზიციას და ამ ახალგაზრდა თაობას, უნდა გავვარდე და გადავეფარო - ეს განწყობა არ მაქვს. ვხედავ, რომ ძალიან მაგრად მუშაობენ. არ მახსოვს ასეთი რაციონალური პოლიტიკური პროცესი საქართველოში. სულ ვიყავი პროცესებში ჩართული და ასეთი რაციონალიზმი არ მახსოვს. შეიძლება გავიხსენო ის პერიოდი, როცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იყო, მაშინაც ჩანდა ხედვა, მაგრამ ახლა ძალიან მაგრები არიან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში". 

 


close დახურვა