logo
ENG



გიორგი მარგველაშვილის სიძე დააკავეს

19 ივლ 202020:23
3 წუთის საკითხავი
 
k3ux9ckd2d4eltg.jpg

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს. ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება  126-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევა, რასაც დაკავება მოჰყვა, სასტუმრო "პარაგრაფში" მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ინციდენტი მოხდა.


close დახურვა