logo
ENG



გიორგი ოკმელაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

17 მაი 202411:59
3 წუთის საკითხავი
 

ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

აქამდე მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა ადვოკატის თქმით, საქმეში ახალი მუხლი გაჩნდა, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულსიხმობს.

ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ის 15 მაისს დააკავეს. დაკავების შემდეგ გაჩხრიკეს ოკმელაშვილის საცხოვრებელი სახლი და სამსახური.

გამოძიება ირწმუნება, რომ ოკმელაშვილმა 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა