logo
ENG



გიორგი რურუა ოპოზიციას: ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ამ საზიანო ლანძღვაზე

29 სექ 202001:05
3 წუთის საკითხავი
clock 551
გიორგი რურუა ოპოზიციას: ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ამ საზიანო ლანძღვაზე

მთავარი არხის თანამფლობელი, მსჯავრდებული გიორგი რურუა ოპოზიციას მოუწოდებს, "საზიანო ლანძღვის" ნაცვლად, კონცენტრირდნენ ეკონომიკურ საკითხებზე.

რურუას განცხადება მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. 

"ჩემო მეგობრებო, ოპოზიციას მივმართავ, ჩვენთვის საინტერესოა, ის თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გამყარება, სამუშაო ადგილების შექმნა წლების მიხედვით. ასევე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რამდენ თვეში მოახერხებთ გადასახადების შემცირებას (საშემოსავლო,მოგების,დღგ და ქონების). როდის განახლდება ანაკლიის პორტის მშენებლობა და სხვა მრავალი საკითხი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩემი თხოვნა იქნება ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ამ დამაბნეველ, საზიანო ლანძღვაზე რაც ბოლო კვირებში ისმის მედიაში.

პ.ს. მაინტერესებს სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით თქვენი შეხედულებები", - წერს გიორგი რურუა. 

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა