„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, - ამის შესახებ „ფორმულას“ ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება.
„ფორმულასთან“ საუბარში რურუას ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამას აზრი არ ექნება.
„გავასაჩივრებთ, მაგრამ აზრი არ აქვს. დარწმუნებული ვარ ზედა ინსტანცია განხილვაშიც არ მიიღებს. ჩადებული იარაღისთვის ჩაჯდებიან ციხეში. მე ველოდები, რომ ამას გაგრძელება ქონდეს და გიორგი რურუას კიდევ სხვა დანაშაული დააბრალონ," - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ.