logo
ENG



გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართება

23 სექ 202009:37
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით დღეს, 23 სექტემბერს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. აქტივისტები რურუას შეიწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ.

სამოქალაქო მოძრაობების განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება მთავარი არხის მეწილის გათავისუფლებას მოიცავდა და ისინი მმართველ გუნდს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ივლისში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 3 თვის წინ მან შეიწყალა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა და "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან ქვეყნის სტაბილურობისთვის მიიღო. 

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.
ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამაც.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზება გრძელდება და დაინტერესდა, დაიცავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.


close დახურვა