logo
ENG



გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

24 ივნ 202008:27
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პროცესი 11:00 საათზე გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეების სახით ის პოლიციელები დაიკითხებიან რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რურუას ნივთები გამოიტანეს.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.


close დახურვა