logo
ENG



გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მოსამართლემ დახურა

31 დეკ 201913:30
3 წუთის საკითხავი
 
10kqquk8m50yjsm.jpg

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მოსამართლემ დახურა. ამის მიზეზად მან ხმაური დაასახელა.

პროცესზე „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოითხოვა, რომ გადაღების უფლება მისი ტელეკომპანიის ჟურნალისტებსაც ჰქონოდათ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ახლა ადვოკატები მოსამართლის აცილების შუამდგომლობას აყენებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ.

დაცვის მხარე დღეს აღკვეთის ღონისძიებაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს და გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა