საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართება. საქმის განხილვა დღესაა ჩანიშნული, თუმცა ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ მოსამართლე ტელეკომპანია „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, ნიკა რურუას ძმა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. თუმცა დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ რურუას იარაღი „ჩაუდეს".