გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა" GSAC-ის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა ევროპასა და ამერიკაში ძალიან მკაცრად შეაფასეს.
რუხაძის თქმით, ძალიან დიდი იშვიათობაა, როდესაც ბრიუსელი და ვაშინგტონი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ეს სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდა.
„ევროპული გამოხმაურება საკმაოდ მკაცრია. სოციალისტებმა გააკეთეს განცხადებები. სახალხო პარტიის ყრილობაა დღეს, სადაც გრიგოლ ვაშაძე გამოდის და ისეთ რამეებს იძახის თმები ყალყზე უდგათ, კონსერვატორებიც გააკეთებენ განცხადებებს და სხვების განცხადებებიც მოჰყვება. ევროპული პოლიტიკა ნელა მუშაობს და გადაწყვეტილება გვიან მიიღება, მაგრამ როდესაც მიიღება შემდეგ მისი აღსრულება მყისიერია. გამოხმაურება და რეაგირება საკმაოდ მწვავეა. განცხადებაც უნდა ვახსენოთ, რომელიც ევროკავშირმა და ამერიკამ ერთობლივად გააკეთეს საქართველოში. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ერთობლივი განცხადება, ზოგადად, იშვიათობაა და ეს ორი ერთობლივი მოთამაშე რაღაცაზე თანხმდება, მაშინ აკეთებენ ამ განცხადებას. იქ წერია ვისი ბრალია ეს ყველაფერი და იქ წერია, რომ ყველა ელოდება, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება," - განაცხადა რუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.