logo
ENG



გიორგი სულაშვილი, რომელმაც აქციის დროს თვალი დაკარგა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

23 ნოე 201917:15
3 წუთის საკითხავი
 
hghvde9zp05hot2.jpg

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის დროს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ფორმულა" პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მანამდე, 4-თვიანი ლოდინის შემდეგ დაზარალებულის სტატუსი კიდევ ერთმა პირმა, მაკო გომურმა მიიღო. მან, სულაშვილის მსგავსად,  აქციაზე თვალი დაკარგა.

 


close დახურვა