logo
ENG



გიორგი ჩოგოვაძის აზრით, რუსეთთან ფრენები 6 თვეში აღდგება

08 ოქტ 201918:44
3 წუთის საკითხავი
 
1cvv2wnokstw9t4.png

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან ფრენები, შესაძლოა, ექვს თვეში აღდგეს. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის სურვილზე საქართველოს მთავრობა ალაპარაკდა. იგივე სურვილი პუტინის ადმინისტრაციამ ადრე გამოთქვა.

კონკრეტული დრო, როდის აღდგება ფრენები, არ დაუსახელებია რუსეთის დუმის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს. თუმცა, მისი განცხადებით, ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ოფიციალური მოსკოვის ასეთი მიდგომა მოსწონთ მმართველ გუნდშიც.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთმა ფრენების აკრძალვით ქვეყანას ზიანი ვერ მიაყენა. მათი აზრით, ფრენების აღდგენაზე საუბრის დაწყება ევროკავშირიდან ტურისტთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. 


close დახურვა