logo
ENG



გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში კვლავ გაიტანა

24 ივლ 202010:02
3 წუთის საკითხავი
 
4xcrqpl4lbdfbhp.jpg

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შვედური "გიოტებორგის" 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა - გიორგი ხარაიშვილმა, შვედეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. 

ქართველმა ფეხბურთელმა "ფალკენბერგის" კარი მატჩის დასაწყისში, მე-9 წუთზე აიღო, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა 2 ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მატჩი ფრედ,  2:2 დასრულდა. 

ეს გოლი, გიორგი ხარაიშვილისთვის სეზონში მე-2 იყო. 


close დახურვა