ბლოგერმა გიორგი ჯახაიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
ჯახაიას თქმით, თუ ოკუპირებული ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს დასჭირდათ, ისინი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვლენ.
„საქართველოს მხრიდან კარგი ნაბიჯი იყო, როდესაც აფხაზები ჩამოვიდნენ ჩვენთან სამკურნალოდ. შეიცვალა მიდგომა და ბევრი საქართველოს მოქალაქეებს მტრებად ვერ ხედავს. ძალიან ბევრი ჩამოდის სამკურნალოდ, ოჯახის წევრებიც ჩამოდიან, ნახულობენ, რომ ქართველები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ მოკვლას არავინ აპირებს, უკვე სხვანაირად ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ თუ დაჭირდებათ, ჩამოვლენ და იმკურნალებენ“, - განაცხადა ჯახაიამ.