logo
ENG



გირჩი:რა არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, მაჟორიტარული თუ პროპორციული, ოცნება მაინც წააგებს

15 ნოე 201912:12
3 წუთის საკითხავი
 
j1bskvea99sawfh.png

ოპოზიციური პარტიები მთელი დღის განმავლობაში კონსულტაციებს მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ უნდა შეიმუშავონ სამოქმედო გეგმა და შეჯერდნენ იმაზე, თუ როგორ მივიდნენ იმ შედეგამდე, რომ ქვეყანაში ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, რასაც გერმანული მოდელი ითვალისწინებს. 

"შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ ექნება საფუძვლიანი არგუმენტი, რომ გერმანული მოდელის გამოყენებაზე უარი თქვას. 

"პროპორციულობის მოთხოვნა, რომელსაც მთელი საქართველო ითხოვს, გარდა „ქართული ოცნებისა“, გერმანულ მოდელში დაცულია და რის გამოც ეს პროექტი ჩააგდეს მაჟორიტარებმა თუ ივანიშვილმა, ესეც დაცულია. ამ მოდელით, უბრალოდ არგუმენტი არ რჩება არავის, თუკი ძალაზე არ არის და არ გვეუბნება, რომ მე მინდა ერთპიროვნული ძალაუფლება და მეტი არაფერი", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებს ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს, ჩატარდება ეს არჩევნები მაჟორიტარული სისტემით თუ პროპორციულით.

"გინდა მაჟორიტარული, გინდა პროპორციული, გინდა ვადამდელი, ის ყველანაირ არჩევნებს წააგებს, თუ ოპოზიციას სწორი სტრატეგია ექნება", - აღნიშნა ხვიჩიამ.

 

 

 


close დახურვა