logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლებამ პრაიმერისით თბილისის საკრებულოს პარტიული სია გამოავლინა

21 აგვ 202113:26
3 წუთის საკითხავი
 

პარტიამ გირჩი - მეთი თავისუფლება შიდა პრაიმერისით თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს პარტიული სია გამოავლინა.

სიაში ადგილები ასე გადანაწილდა:

  • თენგო კირთაძე;
  • ცოტნე კობერიძე;
  • ანი ჩიქოვანი;
  • ბადრი გრიგალაშვილი;
  • ბორის (ჩელე) ყურუა;
  • ნიკა მოსიაშვილი.

"ეს არის გირჩის მახასიათებელი შიდადემოკრატიული პროცესი. ჩვენი ამომრჩევლები გვირჩევენ ჩვენ", - ამბობს ანი ჩიქოვანი.

თენგო კირთაძე, რომელიც ამავე დროს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატია, ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღიაობა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის უპრეცედენტოა:

"ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება სხვა პარტიებისთვისაც იყოს მოტივაცია, თუ როგორ მოიპოვონ პარტიულ პროცესებში უფრო მეტი ჩართულობა მხარდამჭერებისა და წევრების".


close დახურვა