logo
ENG



გირჩი - მეტი თავისუფლებამ პროტესტის ნიშნად სუს-თან მანქანა დალეწა, არიან დაკავებულები

16 სექ 202117:06
3 წუთის საკითხავი
 

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მივიდნენ და შენობის წინ მანქანა დალეწეს. მათ უწყებასთან საკუთარი მანქანა მიიყვანეს. 

პარტიის რამდენიმე მხარდამჭერმა და წევრმა ნაჯახი ჩაარტყა, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ცოტნე კობერიძემ პულვილიზატორით მანქანის სახურავზე პარტიის საარჩევნო ნომერი დააწერა. 

პოლიციამ პარტიის წევრების დაკავება დაიწყო. კადრებიდან ჩანს, რომ დააკავეს ბორის ყურუა და ნიკა მოსიაშვილი. ბოლოს მათ ერთიანი სელფი გადაიღეს. 

უწყებასთან მისვლის დროს ზურა ჯაფარიძე ამბობდა, რომ "მორდორი დასანგრევია".

"აქედან იმართება ეს ქვეყანა, ყველაფერი. ახლაც 2 ოქტომბრის არჩევნებსაც აქედან ჩაატარებენ. ეს ხალხი არის, ვინც მართავს ამ ქვეყანას. ისინი შემომძვრალნი არიან ყველგან, თქვენს ცხოვრებაში და აკონტროლებენ ყველაფერს. ყველაფერი იციან თქვენზე, რას ჭამთ, რას სვამთ, რა გიხარიათ, რა გიხარიათ რა არ გიხარიათ, რით შეიძლება თქვენი გამოჭერა, დაშანტაჟება - ამით მართავენ ქვეყანას.

ამათი სიმბოლო ხომ იცით რა არის? "შკოდა ოქტავიები", რომლითაც დადიან. ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაიწლესო და დაინგრეს, როგორც ამათი სიმბოლო შკოდა ოქტავიები დაილეწება ახლა". 

მანქანის დალეწვის დროს გირჩი - მეტი თავისუფლების წევრების შეჩერებას ადგილზე არსებული პოლიცია ცდილობდა. 

"პერფორმანსია... ჩემი მანქანაა", - ამბობდა ზურაბ ჯაფარიძე. 

 


close დახურვა