გირჩი - მეტი თავისუფლებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელთან საყოფაცხოვრებო ნაგავი დაყარა.
როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, პროტესტის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ სუს-ი უნდა იყოს, რადგან რეალურად ისინი ატარებენ ქვეყანაში არჩევნებს.
"30-მა კაცმა სახლიდან წამოვიღეთ ნაგავი, აღარ ჩავყარეთ ურნებში, მოვიტანეთ და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი გვგონია ბოროტების მთავარი ამბავი ქვეყანაში. არაფრის გაპროტესტებას აზრი არ აქვს ცესკო-სთან და რაღაც უწყებებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ესენი მართავენ, ესენი აშანტაჟებენ, ესენი აშინებენ, ესენი ატარებენ ამ ქვეყანაში არჩევნებს, ამიტომ გვგონია, რომ პროტესტის ერთ-ერთი სამიზნე უნდა იყოს ეს შენობა მუდმივად", - განაცხადა ჯაფარიძემ.
პოლიციამ ჯაფარიძე და მისი მხარდამჭერები დააჯარიმა.