პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი ირაკლი კუკანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ჩატარებული პერფომანსის გამო, სამმაგად დააჯარიმეს.
როგორც კუკანია Facebook-ზე წერს, მან საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული 200-ლარიანი ჯარიმა გაასაჩივრა და ასომთავრულით დაწერილი ტექსტი ფოსტით პოლიციას გაუგზავნა.
"200 ლარი ჯარიმა (საპატრულო პოლიცია), 2000 ლარი ჯარიმა (სასამართლო დადგენილება), 48 საათიანი პატიმრობა (საპატრულო პოლიცია). დღეს ადვოკატ გურამ კონტუაძესთან ერთად გავასაჩივრეთ 200-ლარიანი ჯარიმა და ფოსტით გავუგზავნეთ საპატრულო პოლიციას. ტექსტი შედგენილია ასომთავრული და ნუსხური ანბანით, რათა ჩვენ მიერ დაწერილი საჩივარი წაიკითხონ გულისყურით და ყურადღებით. რადგანაც ქართველების ტრადიციაა თავისუფლება, პატივი მივაგეთ თავისუფლებისათვის მებრძოლ წინაპრებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ასევე, გააპროტესტებდნენ მსგავს უსამართლობას", - წერს კუკანია.