logo
ENG



გირჩის მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა გამართეს

25 ნოე 201917:43
3 წუთის საკითხავი
 
xwoy9s2j59vxk02.jpeg

„გირჩის“ მხარდამჭერები რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გაემართნენ. ივანიშვილის შუშის სასახლესთან პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

როგორც პერფორმანსის მონაწილეები აცხადებენ, მათ აწუხებთ არსებული მდგომარეობა და ცდილობენ მათი შესაძლებლობების ფარგლებში მიაწვდინონ ხმა ხელისუფლებას.

„ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებსაც აწუხებთ ამჟამინდელი მდგომარეობა და მოკლე ვადაში რაც შევძელით, რომ დაგვეორგანიზებინა, ეს იყო. გვინდა, რომ ჩვენი სათქმელი ვთქვათ. მთავარია, არ ვძალადობთ და არ გვგონია, რომ რადგან ცოტანი ვართ, ვერ გაიგებენ ამას, სახლში ჯდომას ვამჯობინეთ, რომ ეს გაგვეკეთებინა. სასაცილოა, რომ არ გვიშვებენ და მოპედიანი ხალხის ეშინია. ივანიშვილი ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება. პირველივე დღიდან, როცა ივენთი გავაკეთეთ, დაგვყვება სუს-ის ორი მანქანა“, - აცხადებს პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე.

აქცია-პერფორმანსის მონაწილეები 7 საათზე მთავარ აქციას შეუერთდებიან რუსთაველზე.


close დახურვა