logo
ENG



გირჩის შეხვედრა თალაკვაძესთან არ ნიშნავს ერთიანი ფორმატიდან გასვლას - ოპოზიციის შეფასებები

19 თებ 202015:12
3 წუთის საკითხავი
 
vtqlk69amnhtxob.jpg

მმართველი პარტია ოპოზიციის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდება. პარტია "გირჩის" ლიდერმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს იაგო ხვიჩია შეხვდა. 

"გირჩის" და ხელისუფლების ცალკეულ შეხვედრას უკვე გამოეხმაურა ოპოზიციური სპექტრი. აღნიშნულში პრობლემას ვერ ხედავს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, ეს იყო არაოფიციალური საუბარი და მას კავშირი არ აქვს ერთიან ოპოზიციასთან. 

"გირჩის შეხვედრა არ ნიშნავს ერთიანი ფორმატიდან გასვლას. რაც მთავარია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, რეგულარულად შეკრებილი პარტიების ერთობას, რომელიც სრულად ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენს, არაფერი ემუქრება. მოლაპარაკება შეიძლება კაფეში, ვინმე ვინმეს გადაეყაროს, მაგრამ რასაც ჰქვია მოლაპარაკება, ის წარმოებს ამ დადგენილ ფორმატში. ამ ერთობაში ევროპული საქართველო აქტიურად მონაწილეობს",-განმარტავს გიორგი კანდელაკი. 


close დახურვა