პარტია „გირჩის“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სიმბოლურად „ესპუმიზანი“ მიიტანეს. აქტივისტების თქმით, აღნიშნული მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი აქციების პარალელურად მაჩაბელის ქუჩაზე, ერთ-ერთ სალობიეში იმყოფებოდა. მათივე განცხადებით, სიმბოლური აქტის მთავარი მიზანია რომ „ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მშვიდად იძინოს“.