logo
ENG



გიშველოთ ღმერთმა ყველა ეგეთ ჟურნალისტს - ლევან ვასაძე

03 ნოე 201917:13
3 წუთის საკითხავი
 
erchh6y5i1dn2lo.jpg

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის მხარდასაჭერად ლევან ვასაძე და გურამ ფალავანდიშვილიც მივიდნენ.

„მოვედით რომ პატრიარქს გამოვუმჟღავნოთ ჩვენი სიყვარული, მხარდაჭერა იმ ბინძური ცილისწამების გამო, რაც მან ამ ასაკში მიიღო, ეს საშინელება იყო. მეუფე პეტრეს საქციელი არის ეკლესიის მტრობა“, - აღნიშნა ფალავანდიშვილმა.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, დღეს საზოგადოება სარწმუნოების ირგვლივ გაერთიანდა და ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური აქტი.

„სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის გვერდით დგომით, ერში დღეს საყოველთაო ერთობა დაფიქსირდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური აქტი. საზოგადოება გაერთიანდა სარწმუნოების ირგვლივ“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარისგან თავი შეიკავა ლევან ვასაძემ და ჟურნალისტებს მიმართა.

„გიშველოთ ღმერთმა ყველა ეგეთ ჟურნალისტს“, - მიმართა მედიის წარმომადგენლებს ლევან ვასაძემ.

 


close დახურვა