გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში იმყოფება იმ ლიფტის ხელოსანი, რომელთანაც კორპუსის ამხანაგობას სამ წლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. „ფორმულასთან“ ლიფტის ხელოსნის მეგობარი ყვება, რომ ლიფტს შემოწმება ერთი კვირის წინ ჩაუტარდა და არანაირი მნიშვნელოვანი შეფერხება არ ქონია.
„ლიფტიორი უკვე გამოკითხვაზეა შესული. არანაირი ხარვეზი არ ყოფილა, ინკასაციაზე იყო მოსული. აღნიშნულ ლიფტს პრობლემები არ ჰქონია. დასკვნამდე ჯერ ვერ მივედით. ცნობის გამცემი კომისია არ არის საქართველოში, რომ კომისია გაიაროს და სერტიფიკატი გასცეს. მიკრომეწარმის სტატუსით არის ეს ადამიანი დარეგისტრირებული“, - განაცხდა ლიფტის ხელოსნის მეგობარმა.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პედიატრიულ "პრივატ კლინიკაში" გადაიყვანა.