გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
სასჯელაღსურულების დაწესებულებასთან ლეიბორისტული პარტიის წევრები და წულაიას მეგობრები მივიდნენ.
მათი მტკიცებით, წულაიას ქალზე არ უძალადია და ის ბერა ივანიშვილის საჯარო გინების გამო დააპატიმრეს.
გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალად ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ედება, ჩადენილი ძალადობით.
მსხვერპლი ფორმულასთან საუბარში ყვება, რომ წულაია "ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა".მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა. ქალის თქმით, სხეულზე დაზიანებები აქვს.
წულაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს.
წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.