logo
ENG



გლდანის ციხის საავადმყოფოში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იმყოფება

18 ნოე 202122:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/18/om36kgpcancqss1.png

იუსტიციის მინისტრი რტი ბრეგაძე გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ბრეგაძის გარდა, #18-ე დაწესებულებაში ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო არიან. 

გლდანის ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც იმყოფება. სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ დატოვა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც კიდევ ერთხელ გააცნო. 

მანამდე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. როგორც ბასილაიმ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი საკაცით გადაიყვანეს.  მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 


close დახურვა