გლდანის 79-ე უბანთან მოქალაქეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ტვ პირველის ჟურნალისტმა ანუნა ახალიამ ფიზიკური დაზიანება მიიღო.
ახალიას თქმით, მას კამერა მოხვდა სახეში.
"მე და ჩემი ოპერატორი როდესაც მანქანიდან გადმოვედით, პოლიციელები გამორბოდნენ, მოვყვებოდით პოლიციელებს და ერთი მამაკაცი იყო, რომელმაც ჩემს ოპერატორს ხელი კრა და სავარაუდოდ, კამერა მომხვდა", - განაცხადა ახალაიამ.
უბანთან მყოფმა უცნობმა ადამიანებმა სცადეს ტელეკომპანია ფორმულასთვის კამერის წართმევა, მაგრამ ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა.
სამართალდამცველებს ტერიტორიიდან მოქალაქეები არ განურიდებია. ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები.