გლდანში ქერჩის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ქვეითი ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორმულას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.